Firefox-ბრაუზერი

თავად განკარგეთ საკუთარი საქმიანობა ინტერნეტში

იმოგზაურეთ ვებსივრცეში ყურადღების გაუფანტავად, ნაკლები აურზაურითა და დაძაბულობით. თქვენთვის სუფთა ჰაერივით ვართ.

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი
Firefox კომპიუტერსა და მობილურზე.

რა ახალი შესაძლებლობებითაა Firefox

  • გაღიმებული გადამრთველი ღილაკი.

    ჩაახშეთ აურზაური

    შეზღუდეთ რეკლამები და გაიუმჯობესეთ პირადულობა სრულად მოსარგები პარამეტრებითა ჩამოსატვირთი გაფართოებებით.

  • მრავალი მიმთითებელი ისარი.

    მრავალი საქმე ერთდროულად?

    გადადით კითხვის რეჟიმზე, განათავზეთ ზემოდან ვიდეოები და მოაწესრიგეთ საქმიანობა შვეული ჩანართებითა თუ ჩანართების დაჯგუფებით.

  • უამრავი გახსნილი ჩანართი.

    მართეთ ყველა ჩანართი

    დახურეთ გაორკეცებული, მოიძიეთ უკვე გახსნილი და მიამაგრეთ – თითქმის ულევი შესაძლებლობა თითქმის ულევი ოდენობით გახსნილი ჩანართისთვის.

იხილეთ გამოშვების მონაცემები

გამოიყენეთ ბრაუზერი, რომელიც საქმეში გადგებათ

შეზღუდეთ სარეკლამო მეთვალყურეები თითის შეუხებლად

სარეკლამო მეთვალყურეები ანელებს გვერდების ჩატვირთვას. მათ ასარიდებლად Firefox არ საჭიროებს პარამეტრებში გარკვევას, ვინაიდან თავისთავად ზღუდავს მეთვალყურეების უმეტესობას.

ფარი და ხელი იცავს ბრაუზერის ჩანართს.

დაიცავით თავი ყურადღების გაფანტვისგან

მუდამ გულისყურით აკეთეთ საქმე ისეთი გაფართოებების დახმარებით, როგორებიცაა Tomaty Clock და Turn off the lights — ორივე მეტად სასურველია და ჩვენგან ოქროს ვარსკვლავიც დაიმსახურეს განსაკუთრებული უსაფრთხოებისა და შესაძლებლობების გამო.

ადამიანის ტვინი დაკავშირებულია მსოფლიოსთან.

კუთვნილი მასალები ყველა ეკრანზე

გადმოწერეთ Firefox მობილურზე, რომ თქვენი პაროლები, ჩანართები და ისტორია — ყველგან თან წაიყოლოთ.

კომპიუტერი, ნოუთბუქი და ტელეფონი.

*ნამდვილად* თქვენებური

Firefox მუქი იერსახით.
  • მეტი შედეგიანობა, მეტი გართობა

    აღმოაჩინეთ ახალი გზები მასალების მოსაძიებლად, საყიდლების შესაძენად და ა.შ. მრავალფეროვანი გაფართოებებით.

  • დაემშვიდობეთ მოსაწყენ ბრაუზერს

    ვებსივრცე შეგიძლიათ გახადოთ მეტად ფერადოვანი სათანადო გაფორმების დამატებით.

Firefox კომპიუტერზე.

მილიარდერების გარეშე, უკვე 20+ წელია

Firefox შეიქმნა 2004 წელს Mozilla-ს მიერ, მეტად სწრაფი, მეტად პირადი და სრულად მოსარგები საშუალება ისეთი ბრაუზერების შესანაცვლებლად, როგორიც იყო Internet Explorer. დღესდღეობით, ჩვენ კვლავ ვმუშაობთ მოგების მიღების გარეშე, კვლავ არ წარმოვადგენთ არცერთი მილიარდერის საკუთრებას და კვლავ ვიბრძვით, რომ ინტერნეტი — და მისი გამოყენებისას თქვენ მიერ გახარჯული დრო — იყოს კიდევ უფრო შედეგიანი.

ჩამოტვირთეთ Firefox

Firefox აღარაა მხარდაჭერილი Windows 8.1 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox აღარაა მხარდაჭერილი macOS 10.14 და უფრო ძველზე.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ Firefox ESR (გამოშვება გაფართოებული მხარდაჭერით), რომ გამოიყენოთ Firefox.

Firefox პირადულობის განაცხადი
კითხვები გაქვთ? Mozilla მხარდაჭერა გამოგადგებათ.