აირჩიეთ, რომელი Firefox-ბრაუზერის ჩამოტვირთვა გსურთ მშობლიურ ენაზე
ყველა იმსახურებს ინტერნეტთან წვდომას — ენა არ უნდა იქცეს წინაღობად. სწორედ ამიტომ — მთელი მსოფლიოდან ერთგული მოხალისეების დახმარებით — Firefox შემუშავებულია 90-ზე მეტი ენისთვის.
ყველა იმსახურებს ინტერნეტთან წვდომას — ენა არ უნდა იქცეს წინაღობად. სწორედ ამიტომ — მთელი მსოფლიოდან ერთგული მოხალისეების დახმარებით — Firefox შემუშავებულია 90-ზე მეტი ენისთვის.
აირჩიეთ 64-ბიტიანის დასაყენებელი 64-ბიტიანი პროცესორების მქონე კომპიუტერისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს ცალკეულ პროგრამებს, გამოიყენოს მეტი ოპერატიული — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თამაშებსა და სხვა დამხმარე პროგრამებთან სამუშაოდ.
აირჩიეთ 32-ბიტიანის დასაყენებელი 32-ბიტიანი პროცესორის მქონე კომპიუტერისთვის — ან მოძველებული და სუსტი კომპიუტერისთვის. თუ ზუსტად არ იცით, რომელი უნდა აირჩიოთ 64-ბიტიანსა და 32-ბიტიანს შორის, მაშინ გირჩევთ 32-ბიტიანს.
Windows-ზე დასაყენებლად დაწესებულებებისთვის, Firefox-ბრაუზერის ადვილად განთავსების, გაწყობისა და მართვისთვის.
ARM64/AArch64 გამშვები ფაილები საგანგებოდაა მორგებული Windows-სა და Linux-კომპიუტერებზე.
ამის არჩევით გაისხნება Firefox გვერდი საიტზე Microsoft Store. თუ გიყენიათ Windows 10 ან Windows 11, საშუალება გექნებათ ამ გვერდიდანვე გახსნათ Microsoft-ის მაღაზია და დააყენოთ Firefox. როცა Microsoft Store გამოიყენება, განახლებებს, რომელთაც იღებს Firefox, აგრეთვე უზრუნველყოფს Microsoft Store. Firefox შეიძლება მცირედ განსხვავდებოდეს შესაძლებლობებით, როცა დაყენების წყარო Microsoft Store არის, მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობისთვის ეს სხვაობა შესამჩნევი არაა.